სიახლეები
ყველა სიახლე »
„განიკურნე!“ - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ. პროცესის მიმდინარეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული იუსტიციის სახლის დირექტორ გივი აზაურაშვილთან ერთად დაესწრო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა 2 ჯგუფი კვლევებს სწრაფი-მარტივი ტესტების საშუალებით, მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა, მიღებულ ინფორმაციას კი, ახლად შემუშავებულ C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ელექტრონულ სისტემაში ათავსებდა. იუსტიციის სახლში გამართულ სკრინინგის აქციაში ათეულობით ადამიანი ჩაერთო.
იუსტიციის სახლს ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. ყაზახეთის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე; პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო-სამართლებლივი განყოფილების ინსპექტორი; კონსტიტუციური საბჭოს თავმჯდომარე და სამართლებრივი ექსპერტიზის ხელმძღვანელი; გენერალური პროკურორის მთავარი ასისტენტი; საჯარო სამსახურის და ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.
ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი სერვისები და მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო − იუსტიციის სამინისტროს სისტემა შშმ პირებისათვის საკუთარ სივრცესა და მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს და უკეთ ადაპტირებულს ხდის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს იუსტიციის მინისტრი შშმ პირების საჭიროებებზე ყველაზე უკეთ მორგებულ საჯარო უწყებას − იუსტიციის სახლს ეწვია. თეა წულუკიანმა უსინათლო პირებისათვის სპეციალურად მოწყობილი გარემო დაათვალიერა და სპეციალურად მოწყობილ სადემონსტრაციო სივრცეში ყველა იმ სერვისის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სპეციალურად შშმ პირებისათვის შეიქმნა.
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების მიზნით გამოცხადებული მორიგი აქციით ამ დრომდე 68 000-მდე ადამიანმა ისარგებლა. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, აქცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება
ბათუმის იუსტიციის სახლს ყაზახეთის რესპუბლიკის სოციალური მომსახურების მინისტრი ბატონი ბირჟან ჟუნუსოვი დელეგაციასთან ერთად ეწვია
იუსტიციის სახლში კიდევ ერთი უწყების - შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისი დაინერგა. ხვალიდან, 3 მაისიდან, მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება იუსტიციის სახლის ფილიალებშიც შეეძლებათ. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას იუსტიციის სახლსა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს შორის დღეს მოეწერა ხელი
10-დან 29 აპრილამდე პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იწყება. ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ.
კეთილი იყოს შენი მობრძანება“ იუსტიციის სახლის ახალი პროექტია, რომელიც დღეს ამოქმედდა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. სერვისი სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100 000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ის საქართველოს 19-ვე იუსტიციის სახლში ჩვილის დაბადების მოწმობასთან ერთად გაიცემა. სერვისი სპეციალური შეფუთვით პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს.
იუსტიციის სახლის ფილიალების გადაწყვეტილებით, 15 ოქტომბერი იუსტიციის სახლის დღედ გამოცხადდა. თარიღი, წელს პირველად თბილისის იუსტიციის სახლში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
5 ოქტომბრიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ონის მცხოვრებთაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის რიგით მეცხრამეტე ფილიალი ონში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.