სიახლეები
ყველა სიახლე »
ციფრული კოვიდ-პასპორტის ერთიან სივრცეს, სადაც 49 ქვეყანაა გაწევრიანებული, დღეიდან საქართველო მიუერთდა. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ევროკავშირის 27, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 22 ქვეყანაში, მხოლოდ ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით და საქართველოში გაცემული კოვიდ-ბარათით მოგზაურობა.
იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული. იუსტიციის სახლი მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების, სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 450 სერვისს აწვდის. იუსტიციის სახლის უმთავრეს მიზანს მომხმარებლისათვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კერძო სექტორის სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება, სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზება წარმოადგენს.
აბიტურიენტები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეძლებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს 4-დან 11 მაისის პერიოდის უქმეებზეც მოემსახურება. ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი.
იუსტიციის სახლი 27 მარტიდან მომხმარებლისთვის შაბათსა და კვირას დაჩქარებული სერვისის მიწოდებას აღადგენს. დაჩქარებული, ერთდღიანი სერვისის მიღებას მომხმარებელი კვლავ სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეძლებს.
იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებენ. 22:00 საათის შემდეგ კი, გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებიან. მუშაობის გრაფიკის ცვლილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.
9 ნოემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 21:00 საათამდე მიიღებენ. როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეებისათვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით პირველი ივნისიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების სამუშაო გრაფიკი გაიზარდა და ნაცვლად 09:00-დან 18:00 საათისა, 09:00-დან 24.00 საათამდე გასცემენ 4 000-ზე მეტ სერვისს; თუმცა, არსებული ეპიდსიტუაციის და 22:00 საათის შემდეგ ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვის გათვალისწინებით, განახლებული გრაფიკით გააგრძელებენ მუშაობას.
იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც მომსახურება წინასწარი დაჯავშნის გარეშე განხორციელდება:
მედიასაშუალება „ტაბულა.ჯი“-ს მიერ 2020 წლის 28 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც თითქოსდა იუსტიციის სახლში შშმ პირ მარიამ მიქიაშვილის მიმართ „ღირსებისშემლახავ პროცედურას“ აღწერდა და თითქოსდა „უსინათლო ქალს, რომელიც წერს, იუსტიციის სახლში უმტკიცებდნენ, რომ წერა არ იცის“ (იხ. ბმული: http://www.tabula.ge/ge/story/175690-usinatlo-qals-romelic-tsers-iusticiis-saxlshi-umtkicebdnen-rom-tsera-ar-icis)