სიახლეები
ყველა სიახლე »
იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ერთ სივრცეში მიღების პროცესის გამარტივებაზე. კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემები ამ დრომდე 7 199-მა მომხმარებელმა დააფიქსირა
იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს კომფორტისთვის მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. იუსტიციის სახლის 22 ფილიალში მისულ მომხმარებელს საშუალება აქვს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ერთ სივრცეში მიიღოს: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, იქვე დააზღვიოს სამგზავრო დოკუმენტი, მიიღოს სამოგზაურო დაზღვევა და აიღოს საერთაშორისო სიმ ბარათი, რომელიც მას 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოადგება.
იუსტიციის სახლში მომხმარებლები უძრავი ქონების დაზღვევის სერვისით აქტიურად სარგებლობენ. ამ დრომდე 1326-მა მოქალაქემ ისარგებლა კერძო სექტორის სერვისით და უძრავი ქონების შეძენის პარალელურად შენაძენი იქვე, სივრციდან გაუსვლელად დააზღვია
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის 1 აპრილიდან ამოქმედდება ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 1 მაისამდე გაგრძელდება. აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა
ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი საბუთები: საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. იუსტიციის სახლში საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად, შესაძლებელია გაიცეს სამოგზაურო დაზღვევაც. იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც კერძო სექტორის სერვისების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სახლში სამოგზაურო დაზღვევით 28 442 მოქალაქემ ისარგებლა
იუსტიციის სახლს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრი - პეტერ ერიქსონი, შვედეთის ელჩი საქართველოში - ულრიკ ტიდესტრომი, დელეგაციასთან ერთად ეწვია
„რა თქმა უნდა, მშენებლობებს ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანია სერვისების ხელმისაწვდომობისთვის. მშენებლობა მიმდინარეობს, მალე დასრულდება და მაის-ივნისში ჩვენ ხონში გავხსნით იუსტიციის სახლს. იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ბოლნისშიც,“- განაცხადა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა
„მეამაყება, რომ ჩვენი სამინისტროს 20-მა თანამშრომელმა შეისწავლა ჟესტური ენა და ჩვენ, ეტაპობრივად უკვე ვიწყებთ, იუსტიციის სამინისტროს სერვისების ჟესტურ ენაზე გაცემას“- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას
“მუშაობის შედეგად, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული გაძლიერება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა შევძელით”-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა
იუსტიციის სახლს ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრი ბატონი ლოვრო კუსკევიჩი და და მინისტრის მრჩეველი - ზრინკა ბულიჩი ეწვივნენ. დელეგაციის წევრებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა უმასპინძლა და იუსტიციის სახლის საქმიანობის პრინციპები გააცნო