იუსტიციის სახლში CAF-ის დანერგვა

Thursday, 11 January 2024

საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის სახლმა დაიწყო ხარისხის მართვის საერთაშორისო მოდელის -  შეფასების ერთიანი სისტემის (Common Assessment Framework  - СAF) გამოყენებით, საქმიანობის შეფასების ახალ ციკლი.

 შეფასების ერთიანი სისტემა (CAF) შემუშავებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ, სპეციალურად საჯარო დაწესებულებებისათვის, ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. მოდელი წარმატებით მუშაობს 4 500-ზე მეტ საჯარო დაწესებულებაში, როგორც ევროკავშირში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 შეფასების ერთიანი სისტემა არის უსასყიდლო ინსტრუმენტი, რომელიც თვითშეფასების მეთოდის გამოყენებით, საჯარო სექტორში ხარისხის მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.  მოდელი სრულად პასუხობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჭიროებებსა და სტანდარტებს.

 აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლმა შეფასების ერთიანი  სისტემის (CAF) მოდელით სარგებლობა 2019-2020 წლებში დაიწყო და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, რეგიონის მასშტაბით, პირველი საჯარო დაწესებულება იყო, რომელმაც თავის სამუშაო პროცესში ეს მოდელი გამოიყენა.