ჯასთ კაფე

ჯასთ კაფე  თბილისის, ქუთაისის და ბათუმის იუსტიციის სახლში განთავსებული კომფორტული კაფეა. მას უნიკალურობას ორმაგი ფუნქცია სძენს. ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს, ფინჯანი ყავისა თუ კაფის სამზარეულოს დაგემოვნების პარალელურად, შეუძლია ისარგებლოს იუსტიციის სახლის მომსახურებით - დააფიქსიროს მოთხოვნა ამა თუ იმ სერვისზე, მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია, თუ მზა დოკუმენტი.

განაცხადის მიღებას, მომსახურებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე საშუალებით, კაფეში მყოფი ოპერატორები ახორციელებენ. ადგილზე ხდება პირადობის მოწმობის თუ პასპორტისთვის აუცილებელი ფოტო-სურათის გადაღებაც.

ჯასთ კაფე იუსტიციის სახლის სერვისებით დაინტერესებული სტუმრებისთვის ღიაა ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00-დან 18:00 საათამდე.