ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან არის ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და საკუთრების უფლებათა მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უძრავი ნივთის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გაცემას. 

ამონაწერი ასახავს ინფორმაციას რეგისტრირებული უფლებების, ვალდებულებებისა და შეზღუდვების, მათი სუბიექტებისა და ობიექტების, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ.

ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი - შესაბამისი მოთხოვნისა და საფასურის გადახდისას.

უძარავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი საჭიროა უძრავ ნივთებზე გარიგების (ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა და ა.შ) ასევე სხვა სამართლებრივი მოქმედების (მაგ. იპოთეკით დატვირთვის) განხორციელებისას კონკრეტულ უძრავ ნივთებზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილების დადგენისათვის.

აღნიშნული სერვისი განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება.

 

 

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადებისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

 

 

  • განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია (თუმცა ამონაწერი ასახავს მხოლოდ მისი მომზადების მომენტისათვის არსებულ მონაცემებს).

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

1 სამუშაო დღეში

15 ლარი

განცხადების შეტანის დღეს

50 ლარი

სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

შენიშვნა:  სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ამონაწერი მომზადების მოთხოვნისას აღნიშნული მომსახურება ხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.