იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელით და ვალდებულებებითვის დამოუკიდებლად აგებს პასუხს თავისი ქონებით.

იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, სავალდებულოდ უნდა დარეგისტრირდეს რესტრში. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

რეგისტრაცია არის სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

 

კანონმდებლობით დადგენილია შემდეგი სამართლებრივი ფორმები:

  1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - შპს;
  2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - სპს;
  3. კომანდიტური საზოგადოება - კს;
  4. სააქციო საზოგადოება - სს;
  5. კოოპერატივი.

 

 

ძირითადი განსხვავება გამოწვეულია პარტნიორთა ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებით, კერძოდ სააქციო საზოგადოების აქციონერთა, კოოპერატივის მეპაიეთა და შპს-ის პარტნიორთა პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანის პროპორციულად, ხოლო სპს-ის პარტნიორები პასუხს აგენენ არა მხოლოდ შენატანით, არამედ მთელი ქონებით, სრულად, პირადად და სოლიდარულად. კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა ნაწილი საზოგადოების ვალდებულებებისთვის შპს-ის პარტნიორთა მსგავსად შეზღუდულად აგებს პასუხს (კომანდიტი), ხოლო პარტნიორთა ნაწილი სრულად აგებს პასუხს, მთელი ქონებით პირადად და შეუძღუდვად (კომპლემენტარი).

რეორგანიზაციის დასრულება რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ რეესტრში უკვე რეგისტრირებულია ამ პროცესის დაწყება ან, თუ არ არსებობს ამ პროცესის დაწყების რეგისტრაციის ვალდებულება, აგრეთვე რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე სუბიექტებს არ უნდა ჰქონდეთ დავალიანება სახელმწიფოს მიმართ.

თუ საწარმოს რეორგანიზაციით არ მცირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარი რეორგანიზაცია რეგისტრირდება დავალიანების მიუხედავად.

სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობის შემთხვევაში, რეორგანიზაციის დასრულების რეგისტრაცია შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

თანხმობა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში თუ  ხდება იმ სუბიექტის რეორგანიზაცია, რომლის 50% წილი სახელმწიფოს საკუთრებაშია.

რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია სავალდებულო ყველა შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არ მცირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარი, კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაიქმნება სააქციო საზოგადოებად ან პირიქით, და, თუ სუბიექტს უერთდება მისი 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო.

 

 

რეორგანიზაციის პროცესი უნდა დასრულდეს მისი დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 4 თვისა.

განმცხადებელი სერვისზე შეიძლება იყოს უშუალოდ დაინტერესებული პირი (რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე სუბიექტის პარტნიორი/დამფუძნებელი, ხელმძღვანელობასა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი) ან დაინტერესებული პი­რის წარმომად­გე­ნე­ლი.

განმცხადებელი სერვისზე შეიძლება იყოს უშუალოდ დაინტერესებული პირი (რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე სუბიექტის პარტნიორი/დამფუძნებელი, ხელმძღვანელობასა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი) ან დაინტერესებული პი­რის წარმომად­გე­ნე­ლი.

მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციის  რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:                                                

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);             
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. რეორგანიზაციის პროცესის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (პარტნიორთა/დამფუძნებელთა გადაწყვეტილება რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შესახებ, რომელიც მიღებული იქნება საზოგადოების წესდებით დადგენილი წესით);
  4. ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული შედარების აქტი;
  5. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტი.

რეორგანიზაციის დასრულების საფასური განისაზღვრება რეორგანიზაციის შედეგად წარმოშობილი სუბიექტების რაოდენობის მიხედვით.

 

სარეგისტრაციო დოკუმენტი შესაძლებელია დამოწმებულ იქნეს როგორც სანოტარო წესით, ისე სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა).

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

 

 

 

 

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

1 სამუშაო დღეში

100 ლარი

იმავე დღეს

200 ლარი

ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.