თბილისის იუსტიციის სახლს CNN-სა და Reuters-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებს მასპიძლობა იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირაკლი ლომიძემ გაუწია. შეხვედრის ფარგლებში სტუმრები დეტალურად გაეცნენ, თუ რას ეფუძნება ბრენდის წარმატება და რა ნაბიჯები გადაიდგა აღნიშნული შედეგების მისაღწევად. ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც.
სიახლეები