მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის
შესახებ მონაცემები.

 

რეგისტრაცია ნიშნავს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.

რეგისტრაცია გულისხმობს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

საიდენტიფიკაციო რეკვიზიტი ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში არის მისი სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მხოლოდ მისი საიდენტიფიკაციო კოდი.

საიდენტიფიკაციო რეკვიზიტია ასევე იურიდიული პირის დამფუძნებლი/პარტნიორი/ხელმძღვანელი/წარმომადგენელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი თერთმეტნიშნა ნომერი, დამფუძნებლი/პარტნიორი იურიდიული პირის შემთხვევაში მისი საიდენტიფიკაციო ნომერი და სახელწოდება.

საიდენტიფიკაციო რეკვიზიტად მიიჩნევა ასევე შემთხვევა, როდესაც იცვლება იურიდიული მისამართის რეკვიზიტები (ქუჩის სახელწოდების შეცვლა, ნუმერაციის შეცვლა და ა.შ) და არა იურიდიული მისამართის (ადგილმდებარეობის) გამოცვლა.

საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების მაგალითია ინდივიდუალური მეწარმის, ასევე მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლების/პარტნიორების, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელის (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის შემთხვევაში), გვარის ცვლილება ქორწინების ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძველზე.

საიდენტიფიკაციო მონაცემების (რეკვიზიტის) ცვლილების რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ წარედგინება:

  • განცხადება უფლების ობიექტის ან სუბიექტის მონაცემების ცვლილების თაობაზე;
  • საიდენტიფიკაციო მონაცემის ცვლილების დამადასტურებელი, კანონით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი;
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

დაინტერესებული პირის წარმომადგენლის (მინდობილი პირის) მიერ მიმართვის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას:

 

  • წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა ან სხვა);
  • სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა ან სხვა);

 

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.