საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს  განსაკუთრებული დამსახურება ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

სახელმწიფო ინტერესის საკითხის შეფასების მიზნით, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ შეიძლება მხედველობაში მიიღოს:

  • სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ან სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს/განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც საქართველოს ეკონიმიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს/შეიტანა;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოს სახელით.

 

გაითვალისწინეთ: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, მოქალაქეობის საკითხთა კომისია უფლებამოსილია სხვა ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე.

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, სრულწლოვანმა დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს:

  • სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის თანხმობით.
  • დაინტერესებული პირის წარმომადგენელი სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

 

შენიშვნა:

არასრულწლოვანის  პირის  მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის (არსებობის შმთხვევაში) წერილობითი  თანხმობა. 

14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის მინიჭება დასაშვებია მისი თანხმობით. 

დაინტერესებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა (თუ სრულწლოვანი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);
  • საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
  •  ფოტოსურათი.
  • მომსახურეობის გადახდის დამატასტურებელი ქვითარი.
  • თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ახორციელებს (ან განახორციელა) ინვესტიციას, არის წარმატებული სპორტსმენი, მეცნიერი ან ხელოვნების მოღვაწე - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

არასრულწლოვანი პირისთვის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის ერთ-ერთმა კანონიერმა წარმომადგენელმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა  წარადგინოს:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა ;
  • 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის თანხმობა; 
  • არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლ(ებ)ის წერილობითი თანხმობა;
  • საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
  •  ფოტოსურათი;
  • მომსახურეობის საფასურის გადახდის დამარასტურებელი ქვითარი. 

არასრულწლოვანი პირის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე  თანხმობა შეიძლება გამოხატული იყოს:

  • სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;

  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით,  წერილობითი ფორმით;

  • პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით, თუ დადასტურებულია განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;

  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

  • საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ განცხადების განხილვის საფუძველია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება ამ ორგანოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ.
  • უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის გათვალისწინებული მომსახურების საფასური უმცირდება 25 პროცენტით .
  • საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, თუ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.