იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 127 ფილიალში, 20 მობილურ იუსტიციის სახლში და 7 ქორწინების სახლში. ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს ფილიალების რაოდენობის ზრდაზე, მას ყოველწლიურად ემატება ახალი ფილიალები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
იუსტიციის სახლს დღეში საშუალოდ 20 000-მდე მომხმარებელი სტუმრობს. მომხმარებელთა ნაკადების ინტენსივობის მიუხედავად, იუსტიციის სახლში ლოდინის ხანგრძლივობის წლიური საშუალო მაჩვენებელია − 7 წუთი, ხოლო მომსახურების საშუალო დრო − 7 წუთი.
იუსტიციის სახლის ყველაზე მოთხოვნადი სერვისების ხუთეული კი, ასე გამოიყურება:
