შაბათ-კვირის სერვისები

თბილისისა და ბათუმის  იუსტიციის სახლები მომხმარებელს შაბათ-კვირას - 10:00-დან 17:00 საათამდე მიიღებენ, ხოლო ქუთაისის იუსტიციის სახლი მხოლოდ შაბათს - 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.
 
დაჩქარებული წესით (იმავე დღეს) გაიცემა:
 
  • საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი;
  • ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი;
  • ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი;
  • პირადობის მოწმობა;
  • დროებითი და მუდმივი ბინადრობის მოწმობა;
  • უცხოეთში მცხოვრები თანამემალუმულის მოწმობა;
  • საინფორმაცია ბარათი;
  • მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობა;
  • სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის  (ქორწინება, დაბადება და ა.შ.) მოწმობის/სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განმეორებით გაცემა;
  • ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა.
  • მხოლოდ შაბათ დღეს გაიცემა ცნობა ნასამართლობის შესახებ;
 
იმავე დღეს (დაჩქარების გარეშე) გაიცემა:
 
·         დაბადების, გარდაცვალებისა და  განქორწინების  სამოქალაქო აქტების პირველადი რეგისტრაციის მოწმობა;
 
·         კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემის თაობაზე;
 
·         კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების, დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დალუქული კონვერტით.
 
·         სამოგზაურო დაზღვევის პოლისი;
 
·          საერთაშორისო სიმ ბარათი;
 
·         კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების (ტოკენი), აქტივაციის მონაცემების (პინკოდების) და პირადობის მოწმობის წამკითხველის გადაცემა.