აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე  ავთანდილ კოხრეიძე

ავთანდილ კოხრეიძე, 2015 წლის ნოემბრიდან მუშაობს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის  თანამდებობაზე. მისი საქმიანობა იუსტიციის სახლში ამავე წლის აგვისტოს თვიდან დაიწყო, როდესაც ჯერ საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ხოლო შემდეგ ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

ავთანდილ კოხრეიძემ 2003 წელს, საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის ფაკულტეტზე მაკროეკონომიკის მიმართულებით, ხოლო 2009 წელს ავსტრიაში, JOINT VIENNA INSTITUTE-ში გაიარა კურსი APPLIED ECONOMIC POLICY COURSE. 2003-2005 წლებში განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

2014 – 2015 წლებში ავთანდილ კოხრეიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2008 – 2014 წლებში დასაქმებული იყო საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული საბიუჯეტო ოფისის წამყვანი და მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე. ავთანდილ კოხრეიძის პროფესიული საქმიანობა საჯარო სექტორში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დაიწყო, სადაც 2006 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობაზე, ხოლო 2007-2008 წლებში სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს სპეციალისტისა და უფროსი სპეციალისტის თანამდებობებზე.

უმაღლესი განათლების მიღების გარდა, ავთანდილ კოხრეიძემ 2003 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დროს,  საქართველოში თუ საზღვარგარეთ გაიარა ტრენინგები, ვორქშოპები და პრაქტიკული კურსები თემებზე: Strenghtening Budget Analysis Capasity in The Legislature, (WASHINGTON, D.C. The House democracy Partnership), Program Budgeting (Slovenia, Ljubljana Center of Excellence in Finance, UNDP) GFSM – 2001 Classificatory (Euro Commision), Public Financial Management (Euro Commission),   Practical Course on Budget Oversight (UNDP), Financial Scrutiny for Parliamentary Staff (The Westminster Consortium) და New Role of the Chamber of Control and Collaboration with Parliament.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2003 წელს მან გაიარა ეკონომიკური განათლების პროგრამის სასწავლო კურსი „საგადასახადო საქმე“ (საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია), ხოლო 2011 – 2012 წლებში ჩართული იყო სახელმწიფო ფინანსების მართვის შესრულების თვითშეფასების ანგარიშის მომზადებასა და პროგრამული ბიუჯეტის დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების სამუშაო ჯგუფებში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე  ნატალია აბაშმაძე

 

განათლება:

2004-2005 წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,ქაიროს უნივერსიტეტი.

2000-2006 წწ.  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილისის თავისუფალ  უნივერსიტეტი.

 

სამუშაო გამოცდილება:

2019-დღემდე  იუსტიციის სახლი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

2013-2019 იუსტიციის სახლი, სატელეფონო ცენტრს ხელმძღვანელი;

2012 წ იუსტიციის სახლი, პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების მართვის სამსახურში მრჩეველი.

2011 წ  საქათველოს იუსტიციის სამინისტრო, მარკეტინგის სამმართველოს მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი.

2008-2011 წწ. შპს SGS Group , სისტემებისა და სერვისის სერტიფიცირების სამსახურის კოორდინატორი;

2006-2008 წწ. შპს SGS Group, თბილისის ოფისის ხელმძღვანელის ასისტენტი.

  

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ზურაბ ბუავა

 

განათლება :

 1996 - 2001 წწ.  სამართლის მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი

 

სამუშაო გამოცდილება:

2022 წლის აგვისტოდან - დღემდე სსიპ ,,იუსტიციის სახლი“, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

2021 -2022 წწ. აღსრულების ეროვნული ბიურო, შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი

2015-2016 წწ. სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო, თავმჯდომარის მოადგილე

2010- 2015 წწ. სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო, შიდა ინსპექტირების სამსახურის უფროსი

2003-2010 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სამსახურეობრივი შემოწმების სამმართველო

2003 წ. აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე.

2001 წ. "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი", თავმჯდომარე.

2001 წ. " საქართველოს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა და ჟურნალისტთა ასოციაცია", იურისტი

1998- 2002 წწ. " სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ვაკის რაიონის კოორდინატორი