სამგზავრო პასპორტის მიღების მოთხოვნით განცხადებას წარადგენს :

  • დაინტერესებული სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირის  კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე ან მზრუნველი) გარდა  16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა;
  • არასრულწოვანი პირი 14 წლის ასაკიდან რომელზეც გაცემულია ბინადრობის მოწმობა უფლებამოსილია წარადგინოს განაცხადი სამგზავრო პასპორტის მიღების მოთხოვნით;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, თუ არასრულწლოვანი ცნობილია  მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.

 

შენიშვნა: სამგზავრო პასპორტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

 

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.  

სამგზავრო პასპორტის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

  • ბინადრობის  მოწმობა;
  • ბიომეტრული ფოტოსურათი;
  • მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი , თუ მომსახურების საფასური არ არის გადახდილი უნაღდო ანგარიშსწორებით.

შენიშვნა: ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა არ მოეთხოვება.

შენიშვნა: სამგზავრო პასპორტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

მომსახურეობის ვადა და საფასური:

მომსახურეობის ვადა

საფასური

მე-10  სამუშაო დღეს

100 ლარი

მე-5 სამუშაო დღეს

120 ლარი

მე-3 სამუშაო დღეს

150 ლარი

24 საათში

190 ლარი

იმავე დღეს

205 ლარი

 

 

არასრულწლოვანი პირის სამგზავრო პასპორტის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

  • არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა, თუ პირი დაბადებულია საზღვარგარეთ;

  • არასრულწლოვანი პირის ბიომეტრიული ფოტოსურათი;
  • ბინადრობის  მოწმობა;

  • 16 წლამდე არასრულწლოვანი პირის ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;

  • 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანი პირის  პასპორტის გასაცემად საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს სამგზავრო პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.  

 

არასრულწლოვანი პირის სამგზავრო პასპორტის გასაცემად კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი ფორმით:

  • სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით თუ არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეა;
  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

შენიშვნა: სამგზავრო პასპორტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.