საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.
აღნიშნულ პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი დადგენილ ფარგლებში ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც. 14 წლის ასაკს მიღწეულ პირს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მისი თანხმობით.
მნიშვნელოვანია: აღნიშნულ პირებს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.