დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად განცხადებას წარადგენს:

  • სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს მოწმობა;
  • 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი, თუ ის იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;
  • არასრულწლოვანის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, თუ არასრულწლოვანი ცნობილია  მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.
  • დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და-ძმა და ასევე ამ პირთა მინდობილი პირი თუ დაინტერესებულ პირს (ვისზეც უნდა გაიცეს მოწმობა) არ შეუძლია ნების გამოხატვა ან გადაადგილება ავადმყოფობის გამო, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით.

 განცხადების წრადგენის უფლებამოსილება ასევე გააჩნია შემდეგი უწყებების უფლებამოსილ პირებს:  

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო _ თუ პირი იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
  • ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო _ თუ პირი თავშესაფრის მაძიებელია;
  • სამედიცინო დაწესებულებას _ თუ პირი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, თუ არასრულწლოვანი ცნობილია მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.

 

 

დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს:

  • 1 (ერთი) ფოტოსურათი ზომით 3,5x4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;
  • დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის საფუძვლის გათვალისწინებით ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

           ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემულ დასკვნას/ცნობას - თავშესაფრის მაძიებელი პირის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად;

         ბ) საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადების ჩაბარების დამადასტურებელ სამახსოვრო ბარათს - საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელი პირის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად.

           გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ შესაბამის დასკვნას/ცნობას - საქართველოდან გაძევებას დაქვემდებარებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად.

      დ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა, სადაც მითითებულია, რომ  არასრულწლოვანი იქნა აღიარებული მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.

  • ასევე  არსებობის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:

ა) უცხო ქვეყნის პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დაბადების მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას;

 

შენიშვნა: თუ პირს არ შეუძლია ნების გამოხატვა ან/და გადაადგილება საჭიროა განაცხადს დაერთოს აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი.

დამზადებული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გადაეცემა:

  • სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, რომელზეც უნდა გაიცეს მოწმობა;
  • 16-დან 18 წლამდე ასაკის პირს, თუ ის იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;
  • არასრულწლოვანი პირის კანონიერ წარმომადგენელს;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ არასრულწლოვანი ცნობილია  მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.

 

შენიშვნა: ასევე მოწმობა გადაეცემა  განაცხადის წარმდგენ შესაბამის პირს (დაინტერესებული პირის მეუღლეს, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავს, და-ძმას და ასევე ამ პირთა მინდობილი პირს) თუ განაცხადის წარდგენის დროს შესაბამისი ცნობა/დოკუმენტით  დადასტურებული იყო, რომ  დაინტერესებულ პირს (ვისზეც უნდა გაიცეს მოწმობა) არ შეეძლო ნების გამოხატვა ან გადაადგილება ავადმყოფობის გამო.