ნებისმიერმა დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირმა, კონკრეტულ საცხოვრისში რეგისტრირებული პირის (პირთა) რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში უნდა წარადგინოს:
- დადგენილი ფორმის განცხადებას რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის კონკრეტულ მისამართზე უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ ცხოვრობის ფაქტის შესახებ;
- 2 (ორი) სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის წერილობითი ახსნა-განმარტებას, რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის კონკრეტულ მისამართზე უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ ცხოვრობის ფაქტის დადასტურების თაობაზე.
სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პირი რეგისტრაციიდან იხსნება გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
მიღებული გადაწყვეტილება ფოსტით ეგზავნება განმცხადებელს.
შენიშვნა: ორი სრულწლოვანი, ქმედუნარი პირი (მოწმე) ვალდებულია განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის წინაშე გადაწეროს გაფრთხილების ტექსტი, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგის თაობაზე და შემდეგ მოწეროს ხელი ახსნა-განმარტებას.