სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მოთხოვნით გასცემს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას.

სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობებია:

1.დაბადების მოწმობა;

2. მამობის დადგენის მოწმობა;

3. შვილად აყვანის მოწმობა;

4. ქორწინების მოწმობა;

5. განქორწინების მოწმობა;

6. სახელის/გვარის შეცვლის მოწმობა;

7.გარდაცვალების მოწმობა.

 

2021 წლის 01 ივნისიდან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები იქმნება ელექტრონული  ფორმით, რომელიც ქვეყნდება ვებგვერდზე - sda.gov.ge.

მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია გაიცეს ელექტრონული მოწმობის მატერიალური ასლი.

 

სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები გაიცემა:

  • პირზე, რომლის მიმართ რეგისტრირებულია შესაბამისი სამოქალაქო აქტების ჩანაწერი;
  • დაბადების  მოწმობა გაიცემა აგრეთვე მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებზე, მზრუნველებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებზე;
  • შვილად აყვანის მოწმობა ნაშვილებზე გაიცემა ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) და მშვილებლის (მშვილებლების) თანხმობით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შვილად აყვანის შედეგად ნაშვილების მშობლების მონაცემები არ შეცვლილა;
  • გარდაცვალების  მოწმობა გაიცემა ნებისმიერ პირზე;
  • გარდაცვლილის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის  მოწმობა შეიძლება გაიცეს მის მემკვიდრეებზე;
  • სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს, აღნიშნულ პირთა მინდობილ პირზე,  სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ!!!

პირებზე, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლებები, არ გაიცემა იმ შვილების დაბადების მოწმობები, რომელთა მიმართაც მათ ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლებები.

ქორწინების მოწმობა არ გაიცემა თუ ერთი და იგივე პირის მიმართ რეგისტრირებულია ქორწინების ორი ან მეტი მოქმედი სამოქალაქო აქტი. ამ შემთხვევაში,ქორწინების მოწმობის ნაცვლად შეიძლება გაიცეს ცნობა ქორწინების ყველა მოქმედ აქტზე მითითებით.

სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის მისაღებად  პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:
  • წერილობითი განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მოწმობის მიღების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

 

სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის პირველადი მოწმობები, ასევე სახელის ან/და გვარის შეცვლის, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, შესწორება, დამატება, ცვლილების საქმიწარმოების შემდეგ განმეორებითი მოწმობები შესწორებული სახით  გაიცემა საფასურის  გარეშე.

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების გაცემის ვადა და საფასურებია:

 

გაცემის ვადა

საფასური

მე-5 სამუშაო დღეს

5 ლარი

მე-3 სამუშაო დღეს

15 ლარი

მე–2 სამუშაო დღეს

30 ლარი

იმავე დღეს

50 ლარი

 

საფასურის გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები, სოციალურად დაუცველი პირები 57 001-ზე ნაკლები ქულით.