სიახლეები
ყველა სიახლე »
იუსტიციის სახლს ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - ბატონი ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალა დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციის წევრებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის სახლის აღმასრულებელ და ოპერაციების დირექტორთან ერთად უმანსპინძლა და გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპები
ტაქსით გადაყვანის ნებართვისა და ტაქსისთვის კატეგორიის შეცვლის სერვისის მიღება, თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებთან ერთად, დღეიდან თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი. სერვისი ვრცელდება, როგორც მძღოლის საკუთრებაში, ასევე მესამე პირის, მათ შორის იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ქალაქ ხონის მცხოვრებთაც შეუძლიათ. ახალაშენებულმა იუსტიციის სახლმა ფუნქციონირება 28 ივნისიდან დაიწყო. ფილიალის თანამშრომლებს ახალი შენობის ამოქმედება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიულოცა. ვინაიდან, იუსტიციის მინისტრმა ხონში ჩასვლა და ახალი ფილიალის გახსნა ვერ მოახერხა, გადაწყდა, რომ „იუსტიციის სახლის დღე“ შემოდგომაზე საზეიმო ღონისძიებით სწორედ ხონის ფილიალში იქნება აღნიშნული
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საარჩევნო სიის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყება. პირადობის ელექტრონული მოწმობა თანამედროვე, გაუყალბებელი, ევროპული დოკუმენტია
24 ივნისიდან, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს - ატესტატს მიღებენ როგორც წელს სკოლადამთავრებულები, ასევე, გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი პირები, კერძოდ, ახალგაზრდები, რომლებმაც გასულ წლებში (2011 წლიდან) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე დაძლიეს, თუმცა მონაწილეობა არ მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ან გავიდნენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღეს
იუსტიციის სახლს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ევროპის სუბ დირექტორატის ხელმძღვანელი დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციის წევრებს იუსტიციის სახლის ოპერაციების დირექტორმა უმანსპინძლა და იუსტიციის სახლის საქმიანობის პრინციპები გააცნო
იუსტიციის სახლს ბოცვანას საგარეო საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციის წევრებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა - მიხეილ სარჯველაძემ უმასპინძლა და იუსტიციის სახლის საქმიანობის პრინციპები გააცნო
ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის წესები და მათი სწორად გამოყენება, ქალთა უფლებები დღეს და საიდან იწყება საქართველოში ქალების ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, ჩვენი ქვეყნის დოკუმენტური მეხსიერება და ეროვნული საგანძური, თანამედროვე ხელოვანები შიდა ქართლიდან - ეს ის თემებია, რომლის შესახებაც გააზიარა ცოდნა იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე
გამწვანების აქცია სსიპ იუსტიციის სახლის, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მოეწყო
დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის მართვის უახლესი სისტემა, კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება, ხარჯების შემცირება, კრიზისული სიტუაციების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, თანამშრომელთა მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლება და პროდუქტიულობის გაზრდა, ორგანიზაციის განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტაცია − იუსტიციის სახლი ნერგავს კიდევ ერთ ინოვაციურ სისტემას − საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს. უწყება რეგიონის მასშტაბით პირველი ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შექმნილ და აპრობირებულ სისტემას (CAF) გამოიყენებს