იუსტიციის სახლს ტაჯიკეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის წევრებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის სახლის ოპერაციების დირექტორთან ერთად უმანსპინძლა და გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპები. დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც.
ტაჯიკეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, პროექტის - „ტაჯიკეთში სამოქალაქო რეესტრის სისტემის რეფორმის“ ფარგლებში.
სიახლეები