სიახლეები
ყველა სიახლე »
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და მომსახურების დარბაზებში ხალხმრავლობის განტვირთვის მიზნით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა. სივრცეებში არ დაიშვებიან, როგორც მომსახურების მისაღებად მოსული მოქალაქეების თანმხლები პირები, ასევე ის მომხმარებლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად გამოცხადდებიან
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლმა მომსახურების სივრცის მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი დაიწყო. შესაბამისი სამუშაოები იუსტიციის სახლში შაბათ-კვირას მიმდინარეობდა და ბარიერების მონტაჟი უკვე დასრულებულია უცხოენოვანი მომხმარებლის მომსახურებისთვის განკუთვნილ და საკონსულტაციო სივრცეებში, ჯამში 180 მაგიდაზე. დღეისთვის კი მონტაჟი მთლიანად დასრულდება ხანგრძლივი სივრცის მომსახურების მაგიდებზე. ჯამში, თბილისის იუსტიციის სახლში მინის დამცავი ბარიერი 328 მაგიდაზე დამონტაჟდება. მომსახურების პროცესში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ბარიერის შექმნა წარმოადგენს რეკომენდირებულ პრევენციულ ზომას
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლი მუშობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ, 14 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში შაბათს და კვირას არ იმუშავებს იუსტიციის სახლის არცერთი ფილიალი. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, შაბათს და კვირას სერვისების დაჩქარებული წესით მიღება შეუძლებელი იქნება
იუსტიციის სახლს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქემლინ ფურლი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი ქემლინ ფურლი გაეცნო ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპებს, ასევე ინფორმაცია მიიღო ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც
იუსტიციის სახლმა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების და სერვისის გაცემის პროცესში ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების შესახებ ტრენერთა ტრენინგი დაასრულა. სასწავლო კურსი იუსტიციის სახლის 16-მა თანამშრომელმა გაიარა.
იუსტიციის სახლს საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული სრულუფლებიანი ელჩი - რან გიდორი ეწვია, რომელსაც იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ (ოპერაციების დირექტორმა) - ნატალია აბაშმაძემ უმასპინძლა და გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპები. საქართველოში ისრაელის ელჩი - რან გიდორი გაეცნო იუსტიციის სახლში არსებულ ინოვაციურ სერვისებს და ინფორმაცია მიიღო სამომავლოდ დასანერგი პროექტების შესახებაც
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო სერვისების კიდევ უფრო ეფექტიანად მიწოდებისთვის, ჟესტურ ენაში იუსტიციის სახლის თანამშრომლების გადამზადების მეორე ეტაპი დასრულდა. ჟესტური ენის კურსი სსიპ “იუსტიციის სახლში” გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით განხორციელდა
იუსტიციის სახლს სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - ვაჰე დანიელიანი და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სააგენტოს ხელმძღვანელი - ანი მხითარიანი ეწვივნენ.დელეგაციის წევრებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ (ოპერაციების დირექტორმა) - ნატალია აბაშმაძემ უმასპინძლა
იუსტიციის სახლს ტაჯიკეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის წევრებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის სახლის ოპერაციების დირექტორთან ერთად უმანსპინძლა და გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპები. დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც
იუსტიციის სახლს შრილანკას სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს მდივანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპებს, ასევე ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც