სიახლეები
ყველა სიახლე »
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც მომსახურება წინასწარი დაჯავშნის გარეშე განხორციელდება:
მედიასაშუალება „ტაბულა.ჯი“-ს მიერ 2020 წლის 28 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც თითქოსდა იუსტიციის სახლში შშმ პირ მარიამ მიქიაშვილის მიმართ „ღირსებისშემლახავ პროცედურას“ აღწერდა და თითქოსდა „უსინათლო ქალს, რომელიც წერს, იუსტიციის სახლში უმტკიცებდნენ, რომ წერა არ იცის“ (იხ. ბმული: http://www.tabula.ge/ge/story/175690-usinatlo-qals-romelic-tsers-iusticiis-saxlshi-umtkicebdnen-rom-tsera-ar-icis)
იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურება განახლებული პრინციპით - წინასწარი დაჯავშნის სისტემით გრძელდება. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით დილის 09:00-დან - ღამის 12 საათამდე ემსახურებიან. სხვა ფილიალებში კი მომსახურების მიღება დილის 09:00-დან - საღამოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი
1-ლი ივნისიდან იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები მომხმარებლებს 09:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურებიან. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, იუსტიციის სახლის ყველა პროდუქტი, მათ შორის, სერვისები დაჩქარებული წესით, მათთვის მოსახერხებელ დროს მიიღონ
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ხვალიდან გაიხსნება და იმუშავებს ახალი პრინციპით: დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის. ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა, რის შედეგადაც, გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა, იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების ყველა ფილიალი გაიხსნა.
იუსტიციის სახლმა პროექტის - „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის - II ეტაპი“ შუალედური ანგარიში მასში ჩართულ ყველა მხარეს წარუდგინა. პროექტის უმთავრეს ამოცანას, ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი, გაუმჯობესებული სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს. იუსტიციის სახლი მკაცრად იცავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, უფრთხილდება მომხმარებლის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების უფლებებს და პროექტის - „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის - მეორე ეტაპის“ მიმდინარეობას კვლავ აქტიურად განაგრძობს
იუსტიციის სახლის ლაგოდეხის, მესტიის, თიანეთის ფილიალები დღეიდან სამუშაო პროცესს დროებით აჩერებს. ასევე დროებით არ იმუშავებს თეთრიწყაროს, მანგლისის, კოდას საზოგადოებრივი ცენტრებიც. ფილიალების დაკეტვის გადაწყვეტილება სერვისის მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტების გახშირებული ფაქტებითაა განპირობებული
იუსტიციის სახლის გურჯაანის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ბათუმისა და რუსთავის ფილიალში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია. ასევე დროებით არ იმუშავებს შაშიანის, კაჭრეთის, უდაბნოს, სართიჭალის, მარტყოფის, იორმუღანლოს, კაბალის, ყაჩაღანის, ფოკას, ჩაქვის, ვალეს, ბარალეთის, კუმურდოს, წალკას, აწყურის, დმანისის, ადიგენის, სადახლოსა და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრებიც. რაც შეეხება გლდანის საზოგადოებრივ ცენტრს, მან მუშობა მიმდინარე წლის 16 მარტიდან შეწყვიტა
თელავის იუსტიციის სახლის ფილიალმა სამუშაო პროცესი დღეს 09:00 განაახლა. თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენის გამო, თელავის იუსტიციის სახლის ფილიალში სამუშაო პროცესი 17-18 მარტს, დეზინფექციის ჩატარების მიზნით დროებით იყო შეჩერებული.
თვითიზოლაციის წესების დარღვევის ორი ფაქტის გამოვლენის გამო, იუსტიციის სახლის თელავის ფილიალში სამუშაო პროცესი 17 და 18 მარტს, 2 დღით შერჩერებულია. იუსტიციის სახლში, თვითიზოლაციის წესების დარღვევით, გუშინ 16 მარტს ორი მოქალაქე გამოცხადდა სერვისის მისაღებად. მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვიეს, პოლიციის თანამშრომლებმა საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს