რეპრესირების, განკულაკების, მუნიციპალიზაციის  და რეაბილიტირების  შესახებ, ცნობის მისაღებად მიმართეთ შესაბამის იუსტიციის სახლს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა;
  • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად, იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს);
  • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად,  იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს);
  • სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასო მომსახურების მისაღებად, იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს);
  • შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად, იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს);
  • საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს).