• 1835-1921 წწ. თბილისის და 1868-1999 წწ. ქუთაისის საგუბერნიო სანოტარო კანტორისა და ქალაქის თვითმმართველობის ფონდების ქონებრივი ხასიათის ინფორმაცია - ბინებისა და მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, შენობა-ნაგებობების პროექტებისა და ცალკეულ პირებზე რიცხული ქონების (ქონების ჩამორთმევა, გაცვლა, ნაჩუქრობა, ანდერძი, მემკვიდრეობა, ნასყიდობის ხელშეკრულება, არქიტექტორის ბრძანება, პროექტები და ა.შ.) შესახებ;
  • 1921-2000 წწ. სახელისუფლებო და სამთავრობო დადგენილებები სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაზე მიწის ნაკვეთების გამოყოფისა და კერძო პირებზე რიცხული ქონების შესახებ;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლო და საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინფორმაცია.

არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ შესაბამის იუსტიციის სახლს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა / პასპორტი
  • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს);
  • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს);
  • სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირის  დამადასტურებელი ცნობა (უფასო მომსახურების მისაღებად იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს);
  • შეზღუდული შესაძლებლობების ტატუსის მქონე პირის  დამადასტურებელი ცნობა (უფასო მომსახურების მისაღებად იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს);
  • საპენსიო სტატუსის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა. (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს).
  • მოსწავლის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს).
  • სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა/ცნობა, (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს).

ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა:

  • განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 50 ლარი;
  • განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო სამუშაო დღეში - 60 ლარი;
  • განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო სამუშაო დღეში - 70 ლარი;
  • განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 80 ლარი;
  • განაცხადის შეტანის დღეს - 90 ლარი.

ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლო და საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა:

  • განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 50 ლარი;
  • განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 60 ლარი;
  • განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 70 ლარი;
  • განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 80ლარი;
  • განაცხადის შეტანის დღეს - 90 ლარი.