სამუშაო სტაჟის შესახებ ცნობის მისაღებად მიმართეთ შესაბამის იუსტიციის სახლს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა / პასპორტი;
  • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
  • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს);
  • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს);
  • სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირის დამადასტურებელი  ცნობა (უფასო მომსახურების მისაღებად იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს);
  • შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა  (უფასო მომსახურების მისაღებად იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს);
  • საპენსიო სტატუსის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს).