თქვენ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შეგიძლიათ მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ან იუსტიციის სახლს და  მოითხოვოთ იძულებითი აღსრულება.

ამისათვის აუცილებელი პირობებია:

  • გამოითხოვოთ შსს- მომსახურების სააგენტოდან გირავნობის მოწმობა;
  • შეაფასებინოთ ექსპერტს/აუდიტს გირავნობის საგანი;
  • იუსტიციის სახლში წარმოადგინოთ გირავნობის მოწმობა, შეფასების დასკვნა, თქვენი პირადობის მოწმობა და რწმუნებულება (მინდობილობა) -წარმომადგენლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულების დასაწყებად
  • განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ ივსება იუსტიციის სახლის თანამშრომლის მიერ ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
  • განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში შეფასების დასკვნის შესაბამისად გადაიხადოთ მომსახურების  საფასური ქონების შეფასების 1% (არანაკლებ 100 ლარისა);

 გირავნობის მოწმობის წარდგენის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.