უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადებისათვის მიმართეთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებს (მათ შორის ბათუმის იუსტიციის სახლს).

 

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტის ასლი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია (თუმცა ამონაწერი ასახავს მხოლოდ მისი მომზადების მომენტისათვის არსებულ მონაცემებს).

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

საჯარო რეესტრის ეროვნული საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით.