მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მოთხოვნის თაობაზე განაცხადის წარდგენის დროს დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

  • პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი;
  • ბინადრობის ნებართვა;
  • ბიომეტრიული ფოტოსურათი;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 თუ ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემასთან ერთად  მოთხოვნილია პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართზე რეგისტრაცია, დაინტერესებული პირის მიერ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს პირის მისამართზე რეგისტრაციისთვის აუცილებელი  ერთ-ერთი შემდეგი  დოკუმენტი:

  •  ბინის მესაკუთრის მიერ შევსებული თანხმობა;
  •  საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  დოკუმენტის მფლობელი პირის ბოლო ერთი თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის თაობაზე ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის წერილობითი დასტური, რომელიც  გამოხატული უნდა იქნას განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე.   

არასრულწლოვანი პირის  მიდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში დამატებით უნდა წარადგინოს:

  • დაბადების მოწმობა.

შენიშვნა:  მუდმივი ბინადრობის ელეტრონული მოწმობის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

განცხადებას  მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურში წარადგენს:

  •  სრულწლოვანი  ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი;
  •  არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მხარდამჭერი ან მზრუნველი) გარდა 16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა;
  • მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის თანხმობით;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, თუ არასრულწლოვანი ცნობილია  მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.

 

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.  

შენიშვნა:  მუდმივი  ბინადრობის ელეტრონული მოწმობის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

დამზადებული ბინადრობის ელექტრონული მოწმობა გადაეცემა:

  • ბინდრობის მოწმობის მფლობელ სრულწლოვან პირს;
  • 14 წლის ასაკს მიღწულ ბინადრობის მოწმობის მფლობელ არასრულწლოვან პირს; 
  • არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე)  კანონიერ წარმომადგენელს, გარდა 16-დან 18 წლამდე ასაკის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი  პირისა;
  • მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერს;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ არასრულწლოვანი ცნობილია  მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.

 

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.  

შენიშვნა: დაინტერესებულმა პირმა,  ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მოთხოვნით განაცხადის წრადგენისას, შესაძლებელია დოკუმენტის  მიწოდება  მოითხოვოს  ფოსტის მეშვეობით, მის მიერ  მითითებულ  მისამართზე.

მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

მომსახურეობის ვადა

საფასური

მე-10  სამუშაო დღეს

60 ლარი

მე-5 სამუშაო დღეს

80 ლარი

მე-3 სამუშაო დღეს

100 ლარი

24 საათში

120 ლარი

იმავე დღეს

150 ლარი

 

 მუდმივი ბინადრობის ელეატრონული მოწმობის მე-10 სამუშაო დღეს გაცემისთვის დაწესებული მომსახურების საფასურისგან სრულად თავისუფლდებიან:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001-ს ;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილე;
  •  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული პირი;

ასევე, 

  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%;
  • პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს ბინადრობის  მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%.
  • სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ 6 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან - სრულად;
  • სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს - 10% - ით.