მომხმარებლის ხმა

სსიპ „იუსტიციის სახლი“ ახორციელებს პროექტს სახელწოდებით - „მომხმარებლის ხმა“ - რაც გულისხმობს მომხმარებლის უკუკავშირის დაფიქსირებას. იუსტიციის სახლში მოსულ ნებისმიერ მოქალაქეს ეძლევა საშუალება, თითოეულ ფილიალში არსებულ მომხმარებლის ხმის დაფებთან აპლიკაციების შევსებით ან იუსტიციის სახლის ერთიან სატელეფონო მომსახურების სამსახურში ზარის განხორციელებით, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება წარმოქმნილი უკმაყოფილების, სირთულის, შეფერხების შესახებ. აღნიშნულს წინასწარ განსაზღვრულ ვადებში განიხილავს კომპეტენტური სამსახური და სავალდებულო წესით ახდენს შესაბამის რეაგირებას - ჩამოაყალიბებს უკმაყოფილების აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებებს, გააცნობს მათ მომხმარებელს სატელეფონო ზარის განხორციელებით, ოფიციალური წერილის მიწერით ან პირადად შეხვედრით.

აღნიშნული პროექტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მომსახურების პროცესებისა და ხარისხის განვითარებაში, სიახლეების დანერგვაში და ახალი პროექტების განხორციელებაში.