რას გულისხმობს ფაქტების კონსტატაცია?

ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღქმადი ფაქტის დადგენას/კონსტატაციას, რაც დასტურდება შესაბამისი ოქმით.

ფაქტების კონსტატაციის ოქმი არ საჩივრდება და აქვს მტკიცებულების ძალა სასამართლოში.

მოქალაქის მიერ ფაქტის დადასტურების თხოვნით მომართვის შემდეგ, აღმასრულებელი ადგილზე აფიქსირებს კონკრეტულ სიტუაციას - ფაქტს; ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ფაქტებს ოქმში, რომელიც თავისუფალია რაიმე შეფასებისაგან; გამოიყენებს ტექნიკურ მოწყოფილობებს, როდესაც ეს აუცილებელია და დაურთავს ყველა მიღებულ მასალას ოქმს, რომელიც ამტკიცებს ფაქტის არსებობას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად.

ფაქტების კონსტატაციის განხორციელება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში და მომსახურების საფასური სამუშაო საათებში შეადგენს 100 ლარს, ხოლო არასამუშაო საათებში - 150 ლარს.