როგორ ხდება სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება?

აღნიშნული სერვისით სარგებლობისათვის უნდა მომართოთ იუსტიციის სახლს და წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • სააღსრულებო ფურცელი (დედანი);
  • გადაწყვეტილება დამოწმებული ასლი.
  • თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • თუ სააღსრულებო ფურცელი შემოაქვს რწმუნებულს, რწმუნებულება სააღსრულებო ფურცლის შეტანის უფლებით

სააღსრულებო ფურცლის წარდგენის შემდეგ გადასახდელი საფასურის ოდენობაა განაცდურის მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნილი თანხის  2%  არანაკლებ 50 ლარისა, ხოლო სამსახურში აღდგენის ნაწილში კრედიტორი (პირი, ვინც აღადგინეს სამსახურში) თავისუფლდება აღსრულების საფასურის გადახდისაგან.