ცნობა-დახასიათების მომზადება საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც პირს სურს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან გაცემული ცნობა-დახასიათება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ასევე წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს.

აღნიშნული სერვისი განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც რაიმე მიზნით სურს ტექნიკური აღრიცხვის არქივში კონკრეტულ უძრავ ნივთზე არსებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღება.

ცნობა-დახასიათების მომზადებისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.