მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი წარმოადგენს მონაცემთა ერთობლიობას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.

რეგისტრაცია ნიშნავს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.

რეგისტრაცია გულისხმობს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაცია არის დაინტერესებული მხარე, რომელიც ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე კანონიერი წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების გარეშე იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში

სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან, აწარმოონ ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავები, ასევე შესაბამის უწყებებს მიმართონ განცხადებითა და სარჩელით/საჩივრით, თუ საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ან/და მნიშვნელოვანია ამ სფეროში სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებისათვის.

სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები უფლებამოსილებებს ახორციელებენ იმ შემთხვევაშიც, თუ ადგილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კოლექტიურ დარღვევას ან სავარაუდო დარღვევას.

სპეციალური მოსარჩელე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად, სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირდება ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ვადაა 3 წელი, რომლის გასვლის შემდეგ ასეთი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება ძალადაკარგულია, თუ დაინტერესებული პირი არ წარადგენს რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც უნდა ერთოდეს გასული 3 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირდება ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ვადაა 3 წელი, რომლის გასვლის შემდეგ ასეთი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება ძალადაკარგულია, თუ დაინტერესებული პირი არ წარადგენს რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც უნდა ერთოდეს გასული 3 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობა დადასტურებულად ჩაითვლება, თუ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციით დადგინდება, რომ სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრაციის მოთხოვნამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ორგანიზაცია (ან მისი თანამშრომელი), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით მონაწილეობდა ან მონაწილეობს არანაკლებ 3 სამართალწარმოებაში.

სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ვადაა 3 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ ასეთი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება ძალადაკარგულია, თუ დაინტერესებული პირი რეგისტრაციის ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ წარადგენს რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც უნდა ერთოდეს გასული 3 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი, კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სპეციალურ მოსარჩელედ რეგისტრაციის მიზნით უფლებამოსილი პირის მიერ წარმოსადგენია:

 

  • განცხადება;
  • ასევე, განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები ითვალისწინებენ სპეციალური მოსარჩელის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას იმოქმედებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციისგან დაცვის ინტერესით, იმოქმედებენ გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის დაცვით და შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში სრულად აცნობიერებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
  • უფლებამოსილი პირის იურიდიული ძალის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სასამართლოს შესახებ, სადაც ამ ორგანიზაციის (ან მისი თანამშრომლის) მონაწილეობით მიმდინარეობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სამართალწარმოება, შესაბამისი საქმის რეკვიზიტების (ნომერი, თარიღი) მითითებით.
  • შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინფორმაცია, სასამართლოს აქტი, ადმინისტრაციული აქტი, სხდომის ოქმი და სხვა), რომლითაც დასტურდება მითითებული ინფორმაცია.
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დაინტერესებული პირის წარმომადგენლის (მინდობილი პირის) მიერ მიმართვის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას:

 

  • წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა ან სხვა);
  • სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა ან სხვა);

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სპეციალურ მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის გაუქმების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ წარედგინება:

 

  • განცხადება;
  • უფლებამოსილი პირის იურიდიული ძალის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;