მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მოთხოვნის თაობაზე განაცხადის წარდგენის დროს დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
- პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი;
- ბინადრობის ნებართვა;
- ბიომეტრიული ფოტოსურათი;
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თუ ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემასთან ერთად მოთხოვნილია პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართზე რეგისტრაცია, დაინტერესებული პირის მიერ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს პირის მისამართზე რეგისტრაციისთვის აუცილებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
- ბინის მესაკუთრის მიერ შევსებული თანხმობა;
- საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დოკუმენტის მფლობელი პირის ბოლო ერთი თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის თაობაზე ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის წერილობითი დასტური, რომელიც გამოხატული უნდა იქნას განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე.
არასრულწლოვანი პირის მიდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში დამატებით უნდა წარადგინოს:
შენიშვნა: მუდმივი ბინადრობის ელეტრონული მოწმობის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა, 9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ !!!
ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.