პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მე-10 სამუშაო დღეს უფასოა.
მიმდინარე სასწავლო წლის 20 ივნისამდე პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასურიებია:
- განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს - უფასო;
- განცხადების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 45 ლარი;
- განცხადების წარდგენიდან მე-3 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 65 ლარი;
- განცხადების წარდგენიდან მე-2 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 85 ლარი;
- განცხადების წარდგენის დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 95 ლარი.
მიმდინარე სასწავლო წლის 20 ივნისის შემდეგ პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასურიებია:
- განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს - უფასო;
- განცხადების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 25 ლარი;
- განცხადების წარდგენიდან მე-3 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 40 ლარი;
- განცხადების წარდგენიდან მე-2 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 55 ლარი;
- განცხადების წარდგენის დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 65 ლარი.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომსახურეობის ვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
თუ განცხადების წარდგენის დროისთვის მოსწავლის მონაცემები დაცულია საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში:
- განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურია - 75 ლარი;
- განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურია - 95 ლარი;
- განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურია - 120 ლარი;
- განცხადების წარდგენის დღიდან ორი სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურებისსაფასურია - 130 ლარი.
თუ დაინტერესებული პირი უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობას, რომელშიც მითითებულია, პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, დოკუმენტის გაიცემა:
- განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურია - 75 ლარი;
შენიშვნა: თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომენტისთვის მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ შეიცავს ინფრომაციას ატესტატის გაცემის შესახებ , ამასთან დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტის გაცემისთვის აუცილებელი ძირითადი დოკუმენტები (ცნობა სკოლიდან ან არქივიდან, შესაცვლელი ატესტატი) , ატესტატის გაცემა განხორციელდება განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში ატესტატის დუბლიკატის გაცემის მომსახურების საფასურია 40 ლარი.