საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით მოიპოვებენ შემდეგი პირები:

  • პირი, რომელიც დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე და კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში. 
  • რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი.

შენიშვნა: დაინტერესებული პირი საქართველოში უწყვეტად მცხოვრებად   ჩაითვლება, თუ მას წლის განმავლობაში ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია . ამ ვადაში არ ითვლება საქართველოს ტერიტორიის 2 წლამდე ვადით  დატოვება სწავლის მიზნით და მკურნალობის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვება.

 

 

 

განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე უფლებამოსილ სამსახურში წარადგენს:

  • სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • დაინტერესებული პირის წარმომადგენელი სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე;
  • მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის თანხმობით.

 

შენიშვნა:

არასრულწლოვანის ან მხარდამჭერის მიმღები  პირის  მოქალაქეობის მინიჭება დასაშვებია მათი მშობლების (ორივე) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. 

14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის მინიჭება დასაშვებია მისი თანხმობით. 

გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის საქართველოს მოქალაესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი ან ცნობა მოქალაქობის შესახებ);
  • დაბადების მოწმობა (თუ პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს);

  • საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა).

  •  ფოტოსურათი.
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 

! განმცხადებელი ვალდებულია თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტევბი (პირადობის/ბინადრობის მოწმობა, პასპორტი)

 აღნიშნული საფუძვლით სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის გაივლის ტესტირებას - დადგენილ ფარგლებში  საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის, სამართლის ძირითადი საფუძვლების შესამოწმებლად. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოში რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებიდან 2 წლის განმავლობაში შეუძლია განცხადებით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • დაბადების მოწმობა (თუ პირი არასრულწლოვანია ან/და დაბადებულია საზღვარგარეთ);
  • რეპატრიანტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ფოტოსურათი;
  • მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ეს საყურადღებოა:

რეპატრიანტის სტატუსის მქონე  პირი გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის  არ გაივლის ტესტირებას - დადგენილ ფარგლებში  საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის, სამართლის ძირითადი საფუძვლების შესამოწმებლად. 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაშია გამოცემიდან  5 (ხუთი) წლის ვადაში.  

ბრძანებულება ძალადაკარგულად ითვლება აღნიშნულ ვადაში არასაპატიო მიზეზით სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.