დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს:
- 1 (ერთი) ფოტოსურათი ზომით 3,5x4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;
- დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის საფუძვლის გათვალისწინებით ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემულ დასკვნას/ცნობას - თავშესაფრის მაძიებელი პირის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად;
ბ) საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადების ჩაბარების დამადასტურებელ სამახსოვრო ბარათს - საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელი პირის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად.
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ შესაბამის დასკვნას/ცნობას - საქართველოდან გაძევებას დაქვემდებარებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად.
დ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა, სადაც მითითებულია, რომ არასრულწლოვანი იქნა აღიარებული მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.
- ასევე არსებობის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:
ა) უცხო ქვეყნის პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) დაბადების მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას;
შენიშვნა: თუ პირს არ შეუძლია ნების გამოხატვა ან/და გადაადგილება საჭიროა განაცხადს დაერთოს აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი.