18 წლამდე არასრულწლოვანის რეგისტრაციისთვის, რომელიც რეგისტრაციას გადის მისი კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, საჭიროა:
- დაბადების მოწმობა;
- მშობლის(კანონერი წარმომადგენლის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბიომეტრიული ფოტოსურათი.
18 წლამდე არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისთვის, რომელიც რეგისტრაციას გადის მისი კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე რეგისტრაციის თაობაზე, განცხადების შეტანაზე უფლებამოსილმა პირებმა შესაბამის სამსახურში უნდა წარადგინონ:
- დაბადების მოწმობა;
- ბიომეტრიული ფოტოსურათი;
- ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არასრულწლოვანი პირის სხვა მისმართზე რეგისტრაციის თაობაზე;
თანხმობა შეიძლება გამოხატული იყოს:
- სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
- სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით;
- პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით;
- სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით;
გთხოვთ გაითვალისწინოთ !!!
ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.