• ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაქორწინების მსურველ პირთა საქორწინო ასაკი და თანხმობა; 
  • ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან;

ქორწინების რეგისტრაცია არ დაიშვება:

  • იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე;
  • პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;
  • ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
  • მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
  • იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება.

 

იმ პირებს შორის ქორწინების რეგასტრაციისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, აუცილებელი პირობაა საქართველოში კანონიერად ყოფნა.

ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ქორწინების  სახლებში, ისე იუსტიციის  სახლის  ნებისმიერ ფილიალში და   სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში;

ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია ჩატარდეს საზეიმო ვითარებაში;

საზეიმო ვითარებაში ქორწინების სპეციალურ სარიტუალო მომსახურებას გთავაზობთ ქორწინების სახლები და ისუტიციის სახლები: თბილისში, ახალციხეში, გორში, მცხეთაში, მარნეულში, ზუგდიდში; თიანეთში;ყაზბეგში; ლაგოდეხში; სიღნაღში; ფოთში; ონში. ასევე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში დაქორწინების მსურველი წყვილებისთვის მოწყობილია სპეციალური სადღესასწაულო სივრცე;

სურვილის შემთხვევაში, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს  მარეგისტრირებელი ორგანოს  ტერიტორიის  გარეთ, ნებისმიერ ადგილას.

ქორწინების რეგისტრაციისთვის  წარმოადგინეთ:

  • დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება;
  • დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (საზეიმო რიტუალით ან შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაციისას).
  • ქორწინების მოწმე პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი საბუთი (მანამდე ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში);
  • წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ განცხადებას წარადგენს დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი;

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საზეიმო ვითარებაში ქორწინების სპეციალურ სარიტუალო მომსახურებას გთავაზობთ ქორწინების სახლები და ისუტიციის სახლები: თბილისში, ახალციხეში, გორში, მცხეთაში, მარნეულში, ზუგდიდში; თიანეთში;ყაზბეგში; ლაგოდეხში; სიღნაღში; ფოთში; ონში. ასევე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში დაქორწინების მსურველი წყვილებისთვის მოწყობილია სპეციალური სადღესასწაულო სივრცე;

ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს განაცხადის რეგსიტრაციის დღესვე ან მექორწინეთა სურვილის მიხედვით მათ  მიერ შერჩეულ დღეს.

ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილ განცხადება ძალაშია, წარდგენიდან  2 თვის განმავლობაში.

ქორწინების რეგისტრაცია

 საფასური

ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე

 საფასურის   გარეშე

ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით

 75 ლარი

ქორწინების რეგისტრაცია ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით (სამუშაო დღეებში)

 135 ლარი

ქორწინების რეგისტრაცია ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით (შაბათ-კვირას)

 225 ლარი

შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია

 255 ლარი

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ადგილზე)ქორწინების რიტუალის ჩატარების თაობაზე

 255 ლარი