გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნით უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოთ:

  • ნებისმიერი სრულწლოვანი  პირის წერილობითი განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის დამდასტურებელ დოკუმენტი;
  • გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტება:

  • გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა;
  • უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;
  • სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;
  • გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების დადასტურების შესახებ;
  • უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს (შინაგან საქმეთა სამინისტრო ან თავდაცვის სამინისტრო) გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციებში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებებში, აგრეთვე სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ;
  • სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.