იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. უკუკავშირის პლატფორმით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა არხის გამოყენებით, გამოთქვათ მოსაზრება იუსტიციის სახლის სერვისების შესახებ. მოგვაწოდეთ ინფორმაცია მომსახურებით სარგებლობისას მიღებულ პირად გამოცდილებასთან დაკავშირებით; აგრეთვე, გაგვიზიარეთ ორგანიზაციის მომავალი განვითარების თქვენეული ხედვა. უკუკავშირის დატოვება აგრეთვე შესაძლებელია იუსტიციის სახლის ფილიალებში განთავსებულ ,,მომხმარებლის ხმის“ დაფებთან.
