Monday, 28 March 2016

იუსტიციის სამინისტრომ პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება დაიწყო

იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მომზადდა სპეციალური ბროშურა, სადაც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რათა საქართველოს მოქალაქეს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს. იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში პასპორტის აღებისას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ მომზადებული ბროშურა გადაეცემა; ოპერატორებმა კი სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რათა აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეებს მათთვის საინტერესო ნებისმიერი ნიუანსი ადგილზე განუმარტონ.

Monday, 17 October 2016

იუსტიციის სახლი სოციალურად დაუცველ მშობლებს და მათ ახალშობილებს დღეიდან ახალ სერვისს შესთავაზებს

კეთილი იყოს შენი მობრძანება“ იუსტიციის სახლის ახალი პროექტია, რომელიც დღეს ამოქმედდა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. სერვისი სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100 000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ის საქართველოს 19-ვე იუსტიციის სახლში ჩვილის დაბადების მოწმობასთან ერთად გაიცემა. სერვისი სპეციალური შეფუთვით პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს.

Monday, 17 July 2017

იუსტიციის სისტემის ინფრასტრუქტურა და სერვისები შშმ პირებისათვის ყველაზე მეტად ადაპტირებულია

ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი სერვისები და მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო − იუსტიციის სამინისტროს სისტემა შშმ პირებისათვის საკუთარ სივრცესა და მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს და უკეთ ადაპტირებულს ხდის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს იუსტიციის მინისტრი შშმ პირების საჭიროებებზე ყველაზე უკეთ მორგებულ საჯარო უწყებას − იუსტიციის სახლს ეწვია. თეა წულუკიანმა უსინათლო პირებისათვის სპეციალურად მოწყობილი გარემო დაათვალიერა და სპეციალურად მოწყობილ სადემონსტრაციო სივრცეში ყველა იმ სერვისის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სპეციალურად შშმ პირებისათვის შეიქმნა.

Monday, 17 July 2017

„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სახლში სკრინინგი ჩატარდა

„განიკურნე!“ - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ. პროცესის მიმდინარეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული იუსტიციის სახლის დირექტორ გივი აზაურაშვილთან ერთად დაესწრო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა 2 ჯგუფი კვლევებს სწრაფი-მარტივი ტესტების საშუალებით, მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა, მიღებულ ინფორმაციას კი, ახლად შემუშავებულ C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ელექტრონულ სისტემაში ათავსებდა. იუსტიციის სახლში გამართულ სკრინინგის აქციაში ათეულობით ადამიანი ჩაერთო.

Monday, 17 July 2017

იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში ატესტატების გაცემა დაიწყო

სკოლადამთავრებულებს დღეიდან საქართველოს იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება შეეძლებათ. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე იუსტიციის სახლის აღმსარულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, განაცხადეს, მიმდინარე წელს 12-კლასდამთავრებული 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს - სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს - უფასოდ მიიღებენ.

Tuesday, 26 June 2018

ატესტატების გაცემა დაიწყო სკოლადამთავრებულებს დღეიდან იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება შეეძლებათ.

როგორც იუსტიციის სახლის აღმსარულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მიმდინარე წელს 12-კლასდამთავრებული 40 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს – განაცხადის წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.

Friday, 28 September 2018

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია

• „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება.

Monday, 22 October 2018

ახალქალაქში რიგით მე-20 იუსტიციის სახლი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სტუმრადა მყოფი სომხეთის იუსტიციის მინისტრი, რომელიც გახსნაზე თეა წულუკიანმა პირადად მოიწვია, რათა უკეთ გასცნობოდა საქართველოში სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგებს; დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები

Thursday, 08 November 2018

იუსტიციის სახლებში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი 6000-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ფარგლებში, იუსტიციის სახლში მოწყობილ სპეციალურ სივრცეებში შემოწმება უკვე 6401-მა მოქალაქემ გაიარა. იუსტიციის სახლებში მოწყობილ სივრცეებში ყოველდღიურად სკრინინგს რამდენიმე ასეული ადამიანი იტარებს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით მიმდინარეობს. სპეცსივრცეები დღეს მინისტრებმა თეა წულუკიანმა და დავით სერგეენკომ თბილისის იუსტიციის სახლში დაათვალიერეს

Monday, 03 December 2018

შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იუსტიციის მინისტრმა შშმ პირებისთვის გამარტივებული სერვისის შესახებ ბრძანება გამოსცა

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე შშმ პირებისთვის ყველაზე ადაპტირებულ საჯარო დაწესებულებას საქართველოში - იუსტიციის სახლს - გაერო-ს ოფისის ხელმძღვანელსა და შვედეთის ელჩთან ერთად ეწვია. მიხეილ სარჯველაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრის ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც შშმ პირებისათვის სანოტარო სერვისების გამარტივებას ითვალისწინებს

Friday, 07 December 2018
Monday, 24 December 2018

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის თემებზე მედიის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

იუსტიციის სახლმა, პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ ფარგლებში განხორციელებული მიღწევები ჟურნალისტებს ყვარლის სასწავლო ცენტრში გამართულ მედიასემინარზე გააცნო. პროექტის განხორციელება იუსტიციის სახლმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წლის ივნისიდან დაიწყო. პროექტის ძირითად მიმართულებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების საკითხში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლება წარმოადგენს

Wednesday, 16 January 2019

იუსტიციის სახლი − მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულება საქართველოში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების ახალი სტანდარტი იუსტიციის სახლში − მეტი ხელმისაწვდომობა 400-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე; სპეციალურად იუსტიციის სახლის სერვისებზე წვდომისათვის შექმნილი ახალი ჟესტები 400 ტერმინისათვის; გადამზადებული, თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი 750 თანამშრომელი და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც იუსტიციის სახლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სტანდარტს ნერგავს − იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას პროექტის − „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ − შედეგები გააცნო. ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში - მუნხტუია ალთანგერელი

Friday, 01 February 2019

ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია!

Monday, 01 April 2019

იუსტიციის სახლში სამოგზაურო დაზღვევით 28 442 მოქალაქემ ისარგებლა

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი საბუთები: საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. იუსტიციის სახლში საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად, შესაძლებელია გაიცეს სამოგზაურო დაზღვევაც. იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც კერძო სექტორის სერვისების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სახლში სამოგზაურო დაზღვევით 28 442 მოქალაქემ ისარგებლა

Monday, 01 April 2019

1 აპრილიდან 1 მაისამდე პირადობის ელექტრონული მოწმობა/პასპორტი უფასოდ გაიცემა

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის 1 აპრილიდან ამოქმედდება ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 1 მაისამდე გაგრძელდება. აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა

Wednesday, 08 May 2019

იუსტიციის სახლი საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლეს სისტემას ნერგავს

დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის მართვის უახლესი სისტემა, კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება, ხარჯების შემცირება, კრიზისული სიტუაციების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, თანამშრომელთა მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლება და პროდუქტიულობის გაზრდა, ორგანიზაციის განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტაცია − იუსტიციის სახლი ნერგავს კიდევ ერთ ინოვაციურ სისტემას − საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს. უწყება რეგიონის მასშტაბით პირველი ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შექმნილ და აპრობირებულ სისტემას (CAF) გამოიყენებს