შაბათ-კვირის სერვისები

 
 
თბილისისა და ბათუმის  იუსტიციის სახლები მომხმარებელს შაბათ-კვირას - 10:00-დან 17:00 საათამდე მიიღებენ, ხოლო ქუთაისის იუსტიციის სახლი მხოლოდ შაბათს - 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.
 
დაჩქარებული წესით (იმავე დღეს) გაიცემა:
 
·         საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
 
·         საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი;
 
·         პირადობის და მუდმივი ბინადრობის მოწმობა;
 
·         უცხოეთში მცხოვრები თანამემალუმულის მოწმობა;
 
·         საინფორმაცია ბარათი;
 
·         მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ  ცნობა;
 
·         სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის  (ქორწინება, დაბადება და ა.შ.) მოწმობის/სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განმეორებით გაცემა;
 
·         ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა.
 
·         მხოლოდ შაბათ დღეს გაიცემა ცნობა ნასამართლობის შესახებ;
 
 
 
იმავე დღეს (დაჩქარების გარეშე) გაიცემა:
 
·         დაბადების, გარდაცვალებისა და  განქორწინების  სამოქალაქო აქტების პირველადი რეგისტრაციის მოწმობა;
 
·         კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემის თაობაზე;
 
·         კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების, დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დალუქული კონვერტით.
 
·         სამოგზაურო დაზღვევის პოლისი;
 
·          საერთაშორისო სიმ ბარათი;
 
უქმე დღეებში შესაძლებელია აგრეთვე შემდეგი სერვისების მიღება:
 
·         ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი
 
·         ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი;
 
·         დროებითი ბინადრობის მოწმობა;
 
·         საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის დაზღვევის თაობაზე, გასცენ შესაბამისი პოლისი. ასევე, მიიღება განცხადება დაზღვევის განაცხადის ან სადაზღვევო პოლისის გაუქმების თაობაზე;
 
·         კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების (ტოკენი), აქტივაციის მონაცემების (პინკოდების) და პირადობის მოწმობის წამკითხველის გადაცემა