აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე (ოპერაციების დირექტორი) ნატალია აბაშმაძე
ნატალია აბაშმაძე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის (ოპერაციების დირექტორი) თანამდებობაზე 2019 წლის იანვრიდან მუშაობს. იგი კურირებს იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სამსახურის, ასევე სატელეფონო ცენტრის საქმიანობას და იუსტიციის სახლის ყველა ფილიალს უწევს კოორდინაციას.
ნატალია აბაშმაძის საქმიანობა იუსტიციის სახლში 2012 წლის სექტემბრიდან თარიღდება, როდესაც იგი პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების მართვის სამსახურში მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა. 2013 წლის აგვისტოს თვიდან - 2019 წლის იანვრამდე, ნატალია იუსტიციის სახლში სატელეფონო ცენტრს ხელმძღვანელობდა.
ნატალია აბაშმაძეს განათლება მიღებული აქვს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2004-2005 წლებში იგი სწავლობდა ქაიროს უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2000-2006 წლებში კი - თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
საჯარო სექტორში ნატალია აბაშმაძის საქმიანობა 2011 წელს საქათველოს იუსტიციის სამინისტროდან დაიწყო, სადაც მუშაობდა მარკეტინგის სამმართველოს მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე. 2008-2011 წლების განმავლობაში იყო შპს SGS Group-ის სისტემებისა და სერვისის სერთიფიცირების სამსახურის კოორდინატორი. ხოლო 2006-2008 წლებში, ამავე ორგანიზაციაში თბილისის ოფისის ხელმძღვანელის ასისტენტის თანამდებობას იკავებდა.
ნატალია აბაშმაძეს 2007 წლიდან - დღემდე გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი ტრენინგი და სემინარი, 2016 წლიდან - დღემდე მან გაიარა სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგები შემდეგ თემებზე: ზოგადი მენეჯმენტი, მენეჯმენტი; ხარისხის მართვა ISO 9001:2005; სტრატეგიული მართვა; დარწმუნების ტექნოლოგიები.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.