რეპრესირების, ,,განკულაკების"  ან რეაბილიტირების  შესახებ ცნობის მისაღებად მიმართეთ შესაბამის იუსტიციის სახლს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა;
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (იურიდიული პირის შემთხვევაში, ასეთის არსებობისას);
  • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად);
  • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად);
  • შვილების დაბადების მოწმობები (ოთხი და მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, უფასო მომსახურების მისაღებად);
  • სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასო მომსახურების მისაღებად);
  • I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად);
  • საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს).

ცნობა რეპრესირების, ,,განკულაკებისშესახებ:

  • განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;
  • განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;
  • განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;
  • განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;
  • განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.

ცნობა რეაბილიტირების  შესახებ:

  • განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;
  • განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;
  • განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;
  • განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;
  • განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.