სამუშაო სტაჟის შესახებ ცნობის მისაღებად მიმართეთ შესაბამის იუსტიციის სახლს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა;
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (იურიდიული პირის შემთხვევაში, ასეთის არსებობისას);
  • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
  • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად);
  • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად);
  • შვილების დაბადების მოწმობები (ოთხი და მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, უფასო მომსახურების მისაღებად);
  • სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასო მომსახურების მისაღებად);
  • I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად);
  • საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს).