მორიგების ფარგლებში, მხარეებს აქვთ რეალური შესაძლებლობა შეთანხმდნენ გადახდის ვადაზე და/ან გადასახდელის თანხის ოდენობაზე. მათ ამაში მედიაციაში სპეციალიზირებული პროფესიონალები - აღსრულების ეროვნული ბიუროს ქეის-მენეჯერები დაეხმარებიან.
პროცედურულად ეს ყველაფერი შემდეგნაირად გამოიყურება:
- რესპონდენტი, ანუ მოვალე, წარადგენს განცხადებას მორიგების შესახებ
- ქეის-მენეჯერი იწყებს მორიგების პროცესს
- აპლიკანტი და რესპონდენტი თანხმდებიან პირობებზე
- მტკიცდება მორიგების პირობები
- მორიგების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს ქეის-მენეჯერი
რესპონდენტის მიერ მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში, აპლიკანტის განცხადების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ, მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.
მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს რესპონდენტის პროტესტის შემთხვევაში გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს; მხოლოდ რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაშია დასაშვები დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა დავალიანების იმ ოდენობაზე, რომელსაც ცნობს რესპონდენტი.