აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო  აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით;

) ქონების  საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში  მითითებული საბაზრო ღირებულების  75% - პირველ აუქციონზე; 50 % პირველ განმეორებით აუქციონზე და 0 ლარი მეორე განმეორებით აუქციონზე.

) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

) ფასის მატების ბიჯის ოდენობას;

) აუქციონის ჩატარების  პროცედურებს.

ინტერნეტ-განცხადებაში თქვენ შეიძლება შეგხვდეთ ტერმინი გარდამავალი უფლება". გარდამავალია უფლება, რომელიც მიყვება ნივთს რეალიზაციის შემდეგ და შემძენია ვალდებული დააკმაყოფილოს ასეთი უფლების მქონე კრედიტორის მოთხოვნა.

 ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა: 

ა) შესაბამის ვებგვერდზე( www.eauction.ge )რეგისტრაცია;

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე  თანხმობის გაცხადება.

  1. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე მონაწილე იხდის საგარანტიო თანხას. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით. საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ/გააქტიურებულ იქნეს ელექტრონული ფორმის საბანკო გარანტია.
  2. ინტერნეტაუქციონის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც ჩანს „ონლაინ'' რეჟიმში.  ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ს. "ნულოვან" აუქციონზე ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 5%-ს.
  3. თუ აუქციონის შედეგი გაუქმდება ზედიზედ ორჯერ, ხელახალ აუქციონზე საგარანტიო თანხის ოდენობა იქნება ქონების საბაზრო ღირებულების 50%.
  4. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
  5. აუქციონში გამარჯვებულმა შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
  6. თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის ოდენობა ქონების შესყიდვის ფასზე მაღალია ან მისი ტოლია, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შეტანილ საგარანტიო თანხას წარმართავს ქონების შესყიდვის ფასის სრულად დასაფარავად, ხოლო ნამეტ თანხას, არსებობის შემთხვევაში, უბრუნებს აუქციონში გამარჯვებულ პირს.
  7. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია არ გაამჟღავნოს მომხმარებლის რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია.
  • ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსულ პირზე გასცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
  • ზოგიერთი კატეგორიის ქონება, კერძოდ, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და სამოქალაქო ცეცხლსასროლო იარაღი, შემძენს მფლობელობაში გადაეცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
  • ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განკარგულების მიღების შემდეგ და სათანადო შეტყობინების მიღების შემდეგ, არა უგვიანეს 15 სამუშოა დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მოძრავი ქონების გატანა.
  • თუ აუქციონზე ნივთის შემძენმა მთლიანი თანხა არ დაფარა 10 კალენდარული განმავლობაში იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით შეტანილ თანხას.
  • აღმასრულებელი აუქმებს აუქციონის შედეგებს და 3 კალენდარული დღის ვადაში აცხადებს ხელახალ (რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად) აუქციონს.
  • აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების გადაცემის ვალდებულება შესრულებულად ითვლება ქონების ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულისათვის შესაბამისი განკარგულების გადაცემისთანავე.

რა შემთხვევაში ტარდება განმეორებითი აუქციონი:

  • თუ პირველ და პირველ განმეორებით აუქციონზე არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, აღმასრულებელი აუქციონის უშედეგოდ დასრულებისთანავე აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს;
  • მეორე განმეორებითი აუქციონი ტარდება იმავე ფორმით, როგორც პირველი და პირველი განმეორებითი;
  • მეორე განმეორებით აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი შეადგენს 0 ლარს.

რა არის ნულოვანი აუქციონი:

ნულოვანია აუქციონი, როდესაც ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია

თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომლის საწყისი ფასი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება.

როგორ ხდება ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემა:

  • თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ განსაზღვრული აღსრულების მიზნით, და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას.
  • თუ განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.

 

  • თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ განსაზღვრული აღსრულების მიზნით, და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 81პუნქტით გათვალისწინებული ერთი აუქციონი (ნულოვანი აუქციონი, როდესაც ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია) და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.
  •  სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულების ასლი ეგზავნება სახელმწიფო ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს და იმ ორგანოს, რომელიც მონაწილეობდა სააღსრულებო წარმოებაში.
  • სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:

ა) ქონების მესაკუთრის (მოვალის) მონაცემებს;
ბ) ქონების დასახელებას (მდებარეობას) და მოკლე დახასიათებას;
გ) ქონების მიმღების დასახელებას;
დ) ქონების ღირებულებას.

  • ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევაში, ქონების ფასი განისაზღვრება ამ ქონების საბაზრო ღირებულების ნახევრით.
  •  არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას ამ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები უცვლელი რჩება.
  •  უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას უქმდება ამ გირავნობის/იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები. თუ იძულებითი აღსრულება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ განსაზღვრული აღსრულების მიზნით, ქონების ნატურით გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება, რომლებიც რეგისტრირებულია იმ ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, რომლის საფუძველზედაც ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
  • ქონების ნატურით მიღების შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკა/ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

რა არის წინმსწრები აუქციონი:

  • მოვალეს, რომლის მიმართაც დაწყებულია სააღსრულებო წარმოება თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით, უფლება აქვს, მიმართოს აღმასრულებელს და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევა. ასეთი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს სარეალიზაციო ქონების ზუსტ აღწერილობას და ამ ქონების საწყის ფასს, რომელსაც განსაზღვრავს თავად მესაკუთრე და რომელიც არ უნდა იყოს აღსასრულებელი მოთხოვნის, აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯებისა და სააუქციონო მომსახურების საფასურის ჯამზე ნაკლები.

რა უნდა დაერთოს წინმსწრები აუქციონის მოთხოვნას:

 ა) სააუქციონო მომსახურების საფასურის, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ბ) ამ მოთხოვნით მიმართვამდე არაუმეტეს 2 სამუშაო დღით ადრე განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სარეალიზაციო უძრავი ქონების შესახებ და

გ) ამ ქონების აღწერილობის ამსახველი მასალა (ფოტოები, ნახაზები, რეალიზაციის ხელშეწყობისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია).

  • წინმსწრები აუქციონი ერთხელ ტარდება და მისი უშედეგოდ დასრულება არ წარმოშობს აუქციონის ხელმეორედ ან დამატებით ჩატარების ვალდებულებას.
  • წინმსწრები აუქციონის ჩატარების შესახებ მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის დადგენილი წესით ინფორმირების დღიდან მომდევნო 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის წინასწარი წერილობითი თანხმობით.