სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარმოდგენის შემთხვევაში კრედიტორი (სახელმწიფო ბიუჯეტი) თავისუფლდება საფასურის წინასწარ გადახდისაგან და მისი ამოღება ხდება მოვალისგან აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.

აღნიშნულ საქმეებზე აღსრულების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) 100 ლარამდე ოდენობის ჯარიმის/საურავის შემთხვევაში - ჯარიმის/საურავის თანხის 25%, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა;

ბ) 100-დან - 200 ლარამდე ოდენობის ჯარიმის/საურავის შემთხვევაში - ჯარიმის/საურავის თანხის 20%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა;

გ) 200-დან - 500 ლარამდე ჯარიმის/საურავის შემთხვევაში - ჯარიმის/საურავის თანხის 15%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა;

დ) 500 ლარის და მეტი ჯარიმის/საურავის შემთხვევაში - ჯარიმის/საურავის თანხის 7 %, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.