სასამართლო გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელს გადააგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან ხუთი დღის ვადაში გამოგიგზავნით წინადადებას გადაწყვეტილების შვიდი დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. აღნიშნული წინადადებით  ასევე გეცნობებათ:

  • ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ;
  • „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები;
  • სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები;
  • იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები;
  • აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.

წინადადების ჩაბარებასთან ერთად აღმასრულებელი დაუყოვნებლივ დაიწყებს თქვენი ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მიმართავს შსს, საჯარო რეესტრს, სამეწარმეო რეესტრს, შემოსავლების სამსახურს და საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებას შესაბამის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ შვიდი დღის ვადაში თქვენს  მიერ  დაკისრებული ვალდებულება არ იქნება სრულად შესრულებული, აღმასრულებელი განახორციელებს დამატებით სააღსრულებო მოქმედებებს, როგორიცაა: თქვენს საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის საინკასო დავალებით ჩამოჭრა, თქვენი კუთვნილი ავტომანქანების ძებნა-დაკავებაზე გადაცემა, თქვენს საცხოვრებელ მისამართზე მოსვლა მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღების მიზნით და ამ ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

ქონებაზე აუქციონი ტარდება ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში.

იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნება.

აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხით ხდება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო ნამეტი თანხა(ასეთის არსებობის შემთხვევაში) გიბრუნდებათ თქვენ.

სასამართლო გადაწყვეტილება ბაჟის დაკისრების თაობაზე შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის.